Jobs.GE



დასახელება: დისტრიბუციის მძღოლი, დამხმარე - ბათუმი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 1 თებ / ბოლო ვადა: 19 თებ

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტებისა და ნატურალური წვენების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციაში მძღოლისა და დამხმარის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი
განაკვეთი: სრული
სავალდებულოა კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი იყოს აჭარის რეგიონი!

მოთხოვნები:

** სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა, პრინციპულობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr@sante.ge 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ბათუმში დისტრიბუციის მძღოლი და დამხმარე" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი