Jobs.GE



დასახელება: სავაჭრო ფართების მოძიების სპეციალისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 31 იან / ბოლო ვადა: 1 მარ

"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს. 2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 88 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში.

დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ფართების მოძიების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ფართების შერჩევის მიზნით, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე რეგულარული ვიზიტების განხორციელება და არსებული სავაჭრო ფართების შესახებ წინასწარ განსაზღვრული ინფორმაციის მოგროვება და სისტემატიზირებული სახით წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** შერჩეულ ლოკაციებზე კონკრეტული გარემოს აღწერა;
** შერჩეულ ლოკაციებზე მრავალბინიან და ინდივიდუალურ საცხოვრებლებში ბინების რაოდენობის დათვლა;
** შერჩეულ ლოკაციებზე დამატებითი ინფორმაციის მოძიება საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში იმავე ან მსგავს პოზიციაზე;
** MS Word, MS Excel, MS Outlook, MS PowerPoint პროგრამების ცოდნა;
** ლოკაციის / კომერციული ფართის პოტენციალის შეფასების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დაძაბულ რეჟიმში, განსაზღვრულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლიანი;
** ენერგიული, აქტიური;
** შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge

ქვემოთ აღნიშნული ბმულიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სააპლიკაციო ფორმა: http://orinabiji.ge/downloads/ანკეტა.docx

აუცილებელია ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი