Jobs.GE



დასახელება: სავაჭრო ობიექტის მენეჯერი - ზუგდიდი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 31 იან / ბოლო ვადა: 28 თებ

სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი. "ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე/კონსულტანტის პოზიციაზე თელავში, გურჯაანში, ყვარელში, ლაგოდეხში, წნორში.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://nikora.ge/

სს"ნიკორა ტრეიდი"აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე ზუგდიდში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ხელშეწყობა და სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე პროცესების მართვა;
** სავაჭრო პერსონალის შერჩევა, სამუშაოს გადანაწილება, შესრულების კონტროლი და დაქვემდებარებული თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა;
** ობიექტზე მომხმარებლის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის სწორად შეკვეთა, არსებული ნაშთების გათვალისწინებით და განსაზღვრული ასორტიმენტის მიხედვით მარაგების დაგეგმვა;
** მომწოდებლებისაგან პროდუქციის მიღებისა და სავაჭრო ობიექტის ასორტიმენტით გათვალისწინებული პროდუქციით დროულად მომარაგების უზრუნველყოფა;
** სალაროს კონტროლი და ფინანსური ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების პროგრამული ანალიზის წარმოება;
** ბრენდების, კატეგორიებისა და პოზიციების მიხედვით ინვენტარიზაცია;
** სავაჭრო ობიექტზე არსებული სტანდარტების სრულყოფილად დაცვა და შესრულების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის ან/და მარკეტინგის მიმართულებით
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე;
** უცხო ენების ცოდნა (რუსული, ინგლისური..)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** Word, Exel, Apex-ცოდნა სასურველია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მენეჯერული უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2018 წლის 28 თებერვლამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე nlolua@nikoratrade.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი