Jobs.GE



დასახელება: ღონისძიებების და PR მენეჯერი
მომწოდებელი: ორიენტ ლოჯიკი
გამოქვეყნდა: 30 იან / ბოლო ვადა: 1 მარ

IT სფეროს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია საქართველოში - "ორიენტ ლოჯიკი" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების და PR მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია (როგორებიცაა სემინარები, ვორქშოპები, კონფერენციები, ტრენინგები და ასე შემდეგ)
** მე-3 პირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა
** წლის განმავლობაში ჩასატარებელი აქტივობების დაგეგმვა და ბიუჯეტის შედგენა,
** კომპანიის მომწოდებელ ბრენდებთან წლის განმავლობაში ღონისძიებების ჩატარების დროული შეთანხმება, დაგეგმვა და ანგარიშის მომზადება.
** მომწოდებელ ბრენდებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების ფინანსური აღრიცხვა და დავალიანებების დროული ჩარიცხვის უზრუნველყოფა
** კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება
** კომპანიის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობის სხვადასხვა ხერხითა და გზებით შეფასება,
** ღონისძიებისთვის პრომო/საბეჭდი მასალების მომზადება
** დოკუმენტაციის (ხელშეკრულება,ინვოისი,მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა) და გადახდების კოორდინირება,
** სტატიების, ახალი ამბების მომზადება დასრულებულ პროექტებზე და კომპანიის სხვა სიახლეებზე. მათი გავრცელება შესაბამისი მედია საშუალებებით.
** სოციალური და პროფესიული ქსელების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან ბიზნესის სფეროში
** ივენთების ორგანიზების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** MS Office პროგრამების ცოდნა
** სიახლეებისადმი ინტერესი და სწრაფი ათვისების უნარი
** ძალიან კარგი ვერბალური, წერითი და ორგანიზაციის ყველა დონეზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაციების შესანიშნავად წარდგენის უნარი
** ამოცანის ანალიზის, კრიტიკული და საკვანძო საკითხების გადაწყვეტის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი.

კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:

** გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობას საქართველოში ერთ-ერთი წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში
** მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში
** პროფესიულ განვითარების შესაძლებლობას მუდმივად განვითარებად და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@ol.ge 2018 წლის 1 მარტის ჩათვლით და გზავნილის ველში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი