Jobs.GE



დასახელება: შესყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
გამოქვეყნდა: 30 იან / ბოლო ვადა: 2 მარ
თანდართული ფაილი: 164721-airports-app.zip

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** კომპანიაში უშუალოდ შესყიდვის პროცესის დოკუმენტური და საორგანიზაციო მხარის გამართულად, შეუფერხებლად, სტანდარტების და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო მონაცემების მოპოვება შესყიდვების მენეჯერისგან, ლოჯისტიკის და მონიტორინგის სამსახურისგან, სხვა საჭირო სამსახურებისგან, მომწოდებლისგან თუ სხვა სუბიექტებისგან;
** შესყიდვის ობიექტის CPV კლასიფიკატორის მიხედვით მოძიება შესყიდვების მენეჯერთან შეთანხმებით;
** შესყიდვის ხელშეკრულებების მომზადება, კომპანიის მიერ დადგენილ ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმაში არსებითი ცვლილების საჭიროების დადგომის შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება და ხელშეკრულების ტექსტის იურიდიულ და სხვა საჭირო სამსახურებთან და თანამდებობის პირებთან შეთანხმება;
** შესყიდვის ხელშეკრულებების პროექტების ვიზირება, სხვა საჭირო პირთა ვიზების შეკრება;
** შესყიდვის ხელშეკრულებებზე ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დოკუმენტების გაფორმება;
** ხელშეკრულების ინსპექტირების ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა;
** სატენდერო კომისიის აპარატის ფუნქციების განხორციელებაში შესყიდვების მენეჯერის დახმარება: კომისიის დოკუმენტების (სატენდერო დოკუმენტაციის, ოქმების, წერილების და სხვ.) პროექტების მომზადება, სათანადო პირებთან შეთანხმება და ხელმძღვანელის მიერ დადასტურების შემდგომ ხელმოწერის და გაგზავნის ორგანიზება; კომისიის სხდომების ორგანიზება;
** გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე შესყიდვის საჭიროებისას, სათანადო ნებართვის მოსაპოვებლად წერილების თუ სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და სათანადო უწყებებში გაგზავნა, პასუხის დროული მიღებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
** გამარტივებულ შესყიდვაზე საგანგებო ნებართვის მოპოვების საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი წერილების, მთავრობის განკარგულების პროექტის და მისი თანმხლები დოკუმენტების (მათ შორის, განმარტებითი ბარათის) მოპოვება, მომზადება და გაგზავნა, პასუხის დროული მიღებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება;
** წარმომადგენლობითი ხარჯების აღრიცხვის მიზნით ბრძანების მომზადებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება, სათანადო ბრძანებების მომზადება, მათი აღრიცხვის ორგანიზება და სათანადო პირებისათვის დროული მიწოდება;
** საჭიროებისამებრ შესყიდვების მენეჯერის საქმიანობის ხელშეწყობა და მისი მითითებით სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება და ქმედების განხორციელება;
** ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მომზადება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** მოსამზადებელი დოკუმენტების შეთანხმება კანონმდებლობით, კომპანიის აქტებით ან ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ საჭირო სუბიექტებთან;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა;
** სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** შესაბამის სფეროში (სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება) მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** MS Outlook

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი