Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო
გამოქვეყნდა: 29 იან / ბოლო ვადა: 1 მარ

შპს "პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 16:00 - 21:30.
ანაზღაურება: ფიქსირებული + გამომუშავება .

სამუშაოს აღწერილობა:

** პრობლემური სესხების აგენტების ჯგუფის ჩამოყალიბება და მართვა;
** პრობლემური აქტივების მართვა;
** მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ანალიზი და დამუშავება;
** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა, მათი მოძიება საერთო ბაზებში, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა;
** როგორც საკუთარი, ასევე დაქვემდებარებული აგენტების პორტფელის სისტემატიური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი (არასრული) განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განხრით)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება (აუცილებელია!).

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: nikmaglakelidze@gmail.com და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი