Jobs.GE



დასახელება: დაგეგმვისა და კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 26 იან / ბოლო ვადა: 26 თებ

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს დაგეგმვისა და კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე:

ვაკანსიის კოდი: VC00059
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ფინანსები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 4 წელი.
** ანალიტიკა; ფინანსები; სტრატეგიული დაგეგმვა.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი.
** სფერო: ბიზნესის მართვა, ეკონომიკა, სტატისტიკა, ფინანსები

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დაგეგმვის უნარები
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის სტრატეგიული გეგმის გათვალისწინებით წლიური ბიუჯეტის შედგენა, მისი პერიოდული განახლება და ამ პროცესების კოორდინირება;
** დაგეგმარების პოლიტიკის ოპტიმიზაცია და შემდგომი დანერგვა;
** ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და გადახრების ანალიზი;
** კომპანიის მენეჯმენტისთვის და სტრუქტურული ერთეულებისთვის გეგმის შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშგებების მომზადება;
** დაგეგმარების პროცესის ავტომატიზაციაში აქტიური ჩართულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/59? და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია: გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 10 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი