Jobs.GE



დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 25 იან / ბოლო ვადა: 25 თებ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს არქიტექტორის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ახალი და არსებული კომერციული ობიექტების შესწავლა: ინტერიერისა და ექსტერიერის ფოტო გადაღება; ინტერიერისა და ექსტერიერის აზომვა;
** ახალი და არსებული კომერციული ობიექტების ნახაზების მომზადება ელექტრონული ფორმატით.
** ობიექტზე არსებული ინვენტარების აზომვა და ელექტრონულ ნახაზზე გადატანა;
** ობიექტის არქიტექტურული მხარის მომზადება (გეგმარება, კონსტრუქციული ნახაზები);
** ობიექტის 3D ვიზუალური ესკიზებისა და ფოტო მონტაჟის მომზადება;
** საამქროებისთვის დასამზადებელი ინტერიერის ნახაზების მომზადება;

მოთხოვნები:

** კომპიუტერული უნარები: ArchiCAD, AutoCAD, Photoshop, 3D`s Max, PowerPoint, Microsoft Word, Microsoft Excel;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოკლე ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** დისციპლინირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "არქიტექტორი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 7 დღის ვადაში.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი