Jobs.GE



დასახელება: საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ასპექტები
მომწოდებელი: განათლების ევროპული ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 იან / ბოლო ვადა: 25 თებ

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები

კურსი გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ როგორ გამოიყენონ ევროკავშირის სამართალი საქართველოში.

მიზანი: სასწავლო კურსის მიზანია ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტების დეტალური განხილვა.

შინაარსი:

კურსის ფარგლებში გაანალიზდება ევროკავშირის ორგანოებისა და სამართლის ფუნქციონირების საკითხები და მათი გავლენა პარტნიორ სახელმწიფოებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ასოცირების ხელშეკრულებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე. კერძოდ, განხილულ იქნება რა გავლენას ახდენს ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობაზე და რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული სამართლებრივი ჰარმონიზაციის პროცესი.

შედეგები:

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებებისა და შესაძლებლობების დროულად რეალიზება, ხოლო საჯარო სამსახურში დასაქმებული მსმენელები შეძლებენ უშუალოდ ჩაერთონ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში.

სამიზნე ჯგუფი:

კურსი განკუთვნილია როგორც თემით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, აგრეთვე პრაქტიკოსი იურისტებისა და მოხელეებისთვის, რომელთაც უწევთ ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ:

** ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის სამართლის თემებზე ჩააბარონ გამოცდა, ტესტირება ან გაიარონ შესაბამისი კონკურსი;
** მიღებული ინფორმაციის, მასალებისა და გამოცდილების საფუძველზე თავად ჩაატარონ ტრენინგები განხილულ თემაზე;
** იმუშაონ სახელმწიფო უწყებებში ან შესაბამის ორგანიზაციებში ევროინტეგრაციის საკითხებზე;
** საჭიროების შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების რეალიზებისთვის მიმართონ:

- სახელმწიფო უწყებებს;
- სასამართლოს.

** მიღებული ცოდნა გამოიყენონ მათთვის სასურველი სხვა მიმართულებით.

კურსის მახასიათებლები:

** ლექციები - 6
** კურსის ხანგრძლივობა - 12 საათი
** რეგისტრაციის ვადა - 03.02.2018
** ღირებულება - 250 ლარი.
** მონაწილეთა რაოდენობა - 20
** სერთიფიკატი - ორენოვანი (ქართული და ინგლისური)

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ განათლების ევროპული ცენტრის ოფიციალურ ვებ. გვერდს - http://ece.com.ge/courses/საქართველო-ევროკავშირის/



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი