Jobs.GE



დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 25 იან / ბოლო ვადა: 25 თებ

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 202 სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 167 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 2700-ს გადააჭარბა.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikorasupermarket.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოხმარებლის თავაზიანი დახვედრა
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** არითმეტიკული ოპერირების უნარი
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@nikoratrade.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი