Jobs.GE



დასახელება: ტრენინგი - გახდი ტრენერი
მომწოდებელი: Siegel HR Georgia
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 16 მარ

შვეიცარული კომპანია "Siegel Human Resource International"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში წარმოგიდგენთ ტრენინგს "გახდი ტრენერი".

თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ შეიძინოთ ახალი პროფესია - ტრენერი, მიიღოთ ცოდნა, აიმაღლოთ კვალიფიკაცია ტრენერობის სფეროში და თქვენივე კომპეტენციის საშუალებით გაიჩინოთ დამატებითი შემოსავალი. ტრენინგის პროგრამა აგებულია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

კურსის მიზანი:

ჩვენი კურსი დაგეხმარებათ აქციოთ თქვენი კომპეტენცია დამატებითი შემოსავლის წყაროდ. ისწავლოთ თქვენი ცოდნის შეფუთვა და ინტელექტუალური პროდუქტის ბაზრისთვის სწორად შეთავაზება. შეიძინოთ ტრენერის პროფესია და ტრენერისთვის აუცილებელი ცოდნა პირველ ეტაპზე. გაზარდოთ თქვენი შემოსავალი და დაეხმაროთ სხვებს განვითარებაში.

ტრენინგის შინაარსი:

** რა ქმნის პირველ შთაბეჭდილებას აუდიტორიაზე და აქვს თუ არა მას გადამწყვეტი მნიშვნელობა;
** რა არის მთავარი შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვას ტრენერმა ტრენინგის ჩატარების დროს;
** წარმატება, ნიშის პოვნა და მისი მნიშვნელობა;
** სამიზნე აუდიტორია და მისი კვლევა;
** როგორ შევქმნათ პროგრამა, როგორ გავწეროთ დრო;
** ტრენინგ-მოდულის შემუშავება;
** როგორ შევფუთოთ და გავყიდოთ ტრენინგი;
** რა არის ფასილიტაცია და რას ნიშნავს იყო ტრენერი ფასილიტატორი;
** გუნდის დინამიკა და მართვა;
** მსმენელთა ტიპები და მათთან დაკავშირებული პრობლემები;
** ტრენინგის მეთოდები;
** ტრენერი ლიდერი და ლიდერობა ტრენინგზე.

ტრენინგი განკუთვნილია:

** თუ ფლობთ რაიმე კომპეტენციას თქვენ სფეროში და გსურთ დამატებითი შემოსავალი, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა.
** კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს სურვილი გახდეს ტრენერი, ასევე დამწყები და ახალბედა ტრენერებისათვის, მათ ვისაც საერთოდ არ აქვს, ან აქვს მცირე გამოცდილება ამ სფეროში.

ფორმატი:

** ტრენინგის ენა: ქართული
** ტრენინგის თარიღები: 19, 21, 23, 26, 28, 30 მარტი, 2018 წ. (19:00-21:30 სთ.)
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 საათი
** ტრენინგის ღირებულება: 325 ლარი

ფასდაკლება:

** მსმენელები, რომლებიც დარეგისტრირდებიან და უზრუნველყოფენ ტრენინგის საფასურის სრულად გადახდას 2018 წლის 20 თებერვალი ჩათვლით ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.
** მსმენელები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჩვენი კომპანიის ნებისმიერი ტრენინგი, ისარგებლებენ 15%-იანი ფასდაკლებით.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ: ორივე ფასდაკლების პირობა ერთდროულად არ ვრცელდება.

კურსის ტრენერი: ლალი ჭელიძე.

10 წელზე მეტია წარმატებით ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში. უწევს კონსულტაციას ახალბედა ტრენერებს და ორგანიზებას და შეფასებას უკეთებს საპილოტე ტრენინგებს. სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"-ში (ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ფონდების წევრი ორგანიზაცია), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, და ასევე სხვა მრავალ კერძო და საჯარო ორგანიზაციაში.

ტრენინგის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ კომპანია Siegel HR Georgia -ს ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfJj2GgfNUnAIxTgXSNM7nsgoIt5GL7phSKLZifdJPzxEbtIA/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16 მარტი, 2018 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა: tamara.akhsiashvili@siegel-hr.ch
ვებ-გვერდი: http://www.siegel-hr.ch/

სიახლეები იხილეთ:

https://www.facebook.com/Siegel-HR-Georgia/
https://www.linkedin.com/company/18074108/



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი