Jobs.GE



დასახელება: ტრენინგი - კატეგორიების მართვა შესყიდვებში
მომწოდებელი: Siegel HR Georgia
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 8 აპრ

შვეიცარული კომპანია Siegel Human Resource International-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში წარმოგიდგენთ Procurement Excellence Academy-ის შესყიდვების კატეგორიების მართვის ტრენინგს. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გაიღრმაოთ ცოდნა და აიმაღლოთ თქვენი კვალიფიკაცია შესყიდვების მიმართულებით. ტრენინგის პროგრამა აგებულია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

კურსის მიზანი:

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას შესყიდვების კატეგორიების მართვის შესახებ. შეძლებენ განსაზღვრონ შიდა კლიენტების საჭიროებები და დაყონ არსებული ხარჯები კატეგორიების მიხედვით. დაეუფლებიან ანალიზის ჩატარებისათვის საჭირო ინსტრუმენტებს და ისწავლიან მათ ეფექტურ გამოყენებას. შეისწავლიან თუ როგორ უნდა განსაზღვრონ და მართონ საბაზრო რისკები. კურსის დასასრულს კი შეძლებენ შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგია თითოეული კატეგორიისთვის.

ტრენინგის შინაარსი:

** შესყიდვების კატეგორიების მართვის განმარტება და მისი ძირითადი ამოცანები;
** როგორ განსაზღვროთ საჭიროებები და შევიმუშაოთ სპეციფიკაცია შიდა კლიენტებთან ერთად;
** ხარჯების ანალიზის ჩატარება ისტორიულ მონაცემებზე და სამომავლო გეგმებზე დაყრდნობით;
** ბაზრის და რისკების ანალიზის ჩატარება;
** კატეგორიებისთვის რიცხობრივი და ხარისხობრივი მიზნების განსაზღვრა;
** შესყიდვების თითოეული კატეგორიისთვის სტრატეგიის შემუშავება;
** მომწოდებლების ანალიზი, შერჩევა და მართვა.

ტრენინგი განკუთვნილია:

** საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის შესყიდვების სფეროში, შესყიდვების განყოფილების როგორც მოქმედი ასევე დამწყები თანამშრომლებისთვის, მათ შორის: შესყიდვების ოფიცრები, სტრატეგიული შემსყიდველები, შესყიდვების კატეგორიების მენეჯერები.

ფორმატი:

** ტრენინგის ენა: ქართული
** ტრენინგის თარიღები: 11, 13, 16, 17 აპრილი, 2018 წ. (19:00-21:30სთ)
** ტრენინგის ღირებულება: 395 ლარი

ფასდაკლება:

** 2 ან მეტი მსმენელის დასწრების შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 10% ფასდაკლებით.
** მსმენელები, რომლებიც დარეგისტრირდებიან და უზრუნველყოფენ ტრენინგის საფასურის სრულად გადახდას 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით, ასევე ისარგებლებენ 10% ფასდაკლებით.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ: ორივე ფასდაკლების პირობა ერთდროულად არ ვრცელდება.

კურსის ტრენერი:

თამარ ახსიაშვილი - შესყიდვების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი, შესყიდვების კონსულტანტი, ბიზნეს ტრენერი და "Siegel HR"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში. ტრენერის გამოცდილებას ასევე დეტალურად შესაძლებელია გაეცნოთ შემდეგ ლინკზე: https://www.linkedin.com/in/tamara-akhsiashvili-124a393b/

ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ კომპანია "Siegel HR Georgia"-ს ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა პირებმა ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 აპრილი, 2018 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა: tamara.akhsiashvili@siegel-hr.ch
ვებ-გვერდი: http://www.siegel-hr.ch/

ჩვენი სიახლეები იხილეთ:

https://www.facebook.com/Siegel-HR-Georgia/
https://www.linkedin.com/company-beta/18074108/



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი