Jobs.GE



დასახელება: ტრენინგი - დროის მართვა პიროვნული, პროფ. პროდუქტიულობისთვის
მომწოდებელი: Siegel HR Georgia
გამოქვეყნდა: 24 იან / განახლდა: 9 თებ / ბოლო ვადა: 7 მარ

ტრენინგი: დროის მართვა პიროვნული და პროფესიული პროდუქტიულობისათვის

შვეიცარული კომპანია "Siegel Human Resource International"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში წარმოგიდგენთ ტრენინგს: დროის მართვა პიროვნული და პროფესიული პროდუქტიულობისათვის. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გააცნობიეროთ თქვენი დროის მართვის თავისებურებები და დაეუფლოთ დროის მართვის სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც დაგეხმარებათ იყოთ უფრო პროდუქტიული, მოასწროთ მეტი, გააუმჯობესოთ მუშაობის ეფექტიანობა და გაზარდოთ სასურველი შედეგების მიღწევის შანსები. ტრენინგის პროგრამა აგებულია მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე.

კურსის მიზანი: დროის მართვის უნარების გაუმჯობესება როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული პროდუქტიულობის და ორგანიზებულობის ხარისხის გასაზრდელად.

ტრენინგის დასრულების შემდეგ:

** ნათლად გექნებათ გაცნობიერებული დროის მართვის მნიშვნელოვნება;
** გააანალიზებთ დროის მართვის საკუთარ ძლიერ თუ განსავითარებელ მხარეებს;
** გააანალიზებთ საკუთარი ორგანიზებულობის ტიპს;
** გააანალიზებთ რა შიდა და გარე ფაქტორები ახდენენენ პოზიტიურ/ნეგატიურ გავლენას თქვენი დროის მართვაზე;
** შეძლებთ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები;
** ეფექტიანად გამოიყენოთ დაგეგმვის ინსტრუმენტები;
** დაგეგმოთ საქმეები საკუთარი ბიორითმის გათვალისწინებით;
** კონსტრუქციულად გაუმკლავდეთ შემაფერხებლებს;
** მართოთ მრავალსაქმიანობა;
** დაიცვათ მუშაობა-დასვენების ბალანსი პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად;
** დროულად აღმოაჩინოთ საქმის გადადების მიზეზები და განახორციელოთ შესაბამისი მოქმედებები.

ტრენინგის შინაარსი:

** დროის მართვის მნიშვნელობა
** დროის არასწორად/სწორად მართვის შედეგები
** დროის მართვის უნარ-ჩვევების თვითშეფასება
** დროის მართვის პიროვნული პროფილი
** დროის მართვის კონტროლირებადი და არაკონტროლირებადი ფაქტორები
** დროის მართვის ტექნიკები
** პრიორიტეტების განსაზღვრა
** დაგეგმვა
** შემაფერხებლებთან გამკლავება
** დროის მართვის ძირითადი წესები
** საქმის გადადება.

ტრენინგი განკუთვნილია: ნებისმიერი ადამიანისთვის, იქნება ეს სტუდენტი, თუ ბიზნესის მმართველი, ვისაც სურს სამუშაო და თავისუფალი დროის ეფექტურად გადანაწილება და მართვა.

ფორმატი:

** ტრენინგის ენა: ქართული
** ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი
** ტრენინგის თარიღები: 9, 12, 14, 16 მარტი, 2018 წ. (19:00-22:00 სთ)
** ტრენინგის ღირებულება: 355 ლარი.

ფასდაკლება:

** მონაწილეები, რომლებიც დარეგისტრირდებიან და უზრუნველყოფენ ტრენინგის საფასურის სრულად გადახდას 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.
** მონაწილეები, რომლებსაც გავლილი აქვთ ჩვენი კომპანიის ნებისმიერი ტრენინგი, ისარგებლებენ 15%-იანი ფასდაკლებით.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ: ორივე ფასდაკლების პირობა ერთდროულად არ ვრცელდება.

ტრენერი: ლიკა ჯაფარლი.

12 წლიანი აქტიური გამოცდილება ტრენინგებისა და განვითარების სფეროში. პროფესიით სოციალური ფსიქოლოგი და კონფლიქტების მართვის მაგისტრი, ჩატარებული აქვს 500-ზე მეტი სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგი თუ კონსულტაცია, როგორც ბიზნეს, ისე საჯარო სექტორში. "დროის მართვის" გარდა, ატარებს ტრენინგებს შემდეგ თემებზე: მართვა და ლიდერობა, მომსახურება და გაყიდვები, კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, პრეზენტაციის ჩატარება, ტრენერების ტრენინგი, კონფლიქტების მართვა, გუნდის შეკვრა.

ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ კომპანია "Siegel HR Georgia"-ს ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულ პირებს, ტრენინგზე რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe9ucCMMjDpXaIt4-Mo42gAfd2aGUf2cIsNAP2SOq93c_fkKA/viewform

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 მარტი, 2018 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ელ. ფოსტა: tamara.akhsiashvili@siegel-hr.ch

სიახლეები იხილეთ:

https://www.facebook.com/Siegel-HR-Georgia/
https://www.linkedin.com/SiegelHRGeorgia



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი