Jobs.GE



დასახელება: კურსი - Tableau Fundamentals
მომწოდებელი: ოფის აკადემი
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 24 თებ

კომპანია "ოფის აკადემი", Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერთიფიკატო პროგრამების ავტორიზებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ კურსს: Tableau fundamentals.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი: კურსი განკუთვნილია ტაბლოს დამწყები მომხმარებლებისათვის, ყველასათვის ვინც მუშაობს ინფორმაციასთან განურჩევლად მათი ტექნიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევებისა.

კურსის გავლის შემდგომ მსმენელი შეძლებს:

** გაერკვეს ტაბლოს შესაძლებლობებში;
** დაუკავშირდეს ინფორმაციის წყაროს;
** შეცვალოს და შეინახოს ინფორმაცია;
** გამოიყენოს ტაბლოს ინტერფეისი, რათა ეფექტურად შექმნას ძლიერი ვიზუალიზაცია;
** შექმნას კალკულაციები და გააკეთოს გათვლები, როგორიცაა ძირითადი არითმეტიკული მოქმედებები, ქასთომ აგრეგაციები, წილების გამოთვლა, ოპერაციები თარიღებთან და სხვა მრავალი მოქმედება

წარადგინოს და პრეზენტაცია გაუკეთოს ბაზას შემდეგი ტიპის ვიზუალიზაციების გამოყენებით:

** ქროს ტაბები
** გეოგრაფიული რუკები
** ფაი და ბარ ჩარტები და ა.შ

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

კურსს წარუძღვება - დავით გაგაძე, MBA. დავით გაგაძე გახლავთ adjarabet.com-ის BI-ს ხელმძღვანელი, რომელსაც გავლილი აქვს Tableau-ს შემსწავლელი კურსები ლონდონსა და გერმანიაში. 2014 წლიდან იგი აქტიურად უძღვება MS Excel, SQL და Tableau ტრენინგ კურსებს და აქვს მდიდარი ანალიტიკური და რეპორტინგის მოდულების შექმნის, ასევე data -warehouse დეველოპმენტის გამოცდილება.

კურსის ზოგადი თემატიკა:

** შესავალი
** ინფორმაციასთან დაკავშირება
** ბაზის მოწესრიგება და დალაგება
** ბაზის დახარისხება
** ინფორმაციის დაყოფა დროის ჭრილში
** მრავალი განზომილებების და პარამეტრების გამოყენება
** კავშირის დამყარება სხვადასხვა პარამეტრებს შორის
** დიფ დაუნ ანალიზი
** მნიშნველოვანი წერტილების გამოყოფა და ხაზგასმა

კურსის ხანგრძლივობა: 6 დღე
სალექციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (ჯამში 9 აკადემიური საათი)
კურსის ღირებულება: 300 ლარი (გადახდა შესაძლებელია 2 ეტაპად)

მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/7nS9KyEownGhDi9l2 ან დაგვიკავშირდით: 577 250079.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი