Jobs.GE



დასახელება: კურსი - MS Excel VBA პრაქტიკული მაგალითებით
მომწოდებელი: ოფის აკადემი
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 24 თებ

კომპანია "ოფის აკადემი", Microsoft, Adobe, Autodesk და სხვა გლობალური სასერთიფიკატო პროგრამების ავტორიზებული ტესტირების ცენტრი საქართველოში, გთავაზობთ კურსს: MS Excel VBA პრაქტიკული მაგალითებით.

ვისთვის არის განკუთვნილი კურსი:

კურსი საშუალებას მოგცემთ შეისწავლოთ VBA-ის პროგრამირების ენა ნულიდან და განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს Excel-ს სამომხმარებლო დონეზე და არ გააჩნია პროგრამირების ცოდნა, ასევე მაკროსებთან გარკვეული გამოცდილების მქონე პირთათვის.

კურსის გავლის შემდგომ მსმენელი შეძლებს:

** მაკრო რეკორდერთან მუშაობას;
** VB ედიტორის ინტერფეისთან მუშაობას;
** ყოველდღიური რუტინული საქმიანობის ავტომატიზაციას;
** საკუთარ მოთხოვნებზე მორგებული პროცედურების და ფუნქციების წერას;
** VBA პროცედურების ავტომატიზაციას (Loops) და Event-ებთან მუშაობას;
** ავტომატიზირებული რეპორტების შექმნას. (დიაგრამის, Pivot-ის ავტომატიზაცია)
** საკუთარი სამუშაო ფორმების შექმნას (Userforms)
** ფაილებთან და საქაღალდეებთან მუშაობას/მართვას
** სხვა საოფისე აპლიკაციებთან მუშაობას (Word, Access, PowerPoint, Outlook)
** მარტივი პროგრამების შექმნას ექსელში (სააღრიცხვო, ანალიტიკური)

ინფორმაცია ტრენერის შესახებ:

კურსს წარუძღვება - გიორგი ქავთარაძე, MBA. გიორგი ქავთარაძე ფლობს MS Excel 2010/2013/2016 Expert (MOS) და MS Word 2016 (MOS) საერთაშორისო სერთიფიკატებს. მისი ავტორობით შექმნილია MS Excel და MS Excel VBA-ის ვიდეო კურსები როგორც ქართული, ასევე ბრიტანული საგანმანათლებლო კომპანიებისთვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში იგი აქტიურად ატარებს ტრენინგებს და სალექციო კურსებს სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებსა და საქართველოს უნივერსიტეტში.

კურსის თემატიკა:

მაკროსის ავტომატიზირებული ჩაწერა:

** მაკრო რეკორდერის გამოყენება მაკროსის ჩასაწერად;
** ფარდობითი და აბსოლუტური მიმართვების გამოყენება მაკროსის ჩაწერისას;
** ავტომატიზირებული მაკროსის რედაქტირება

Visual Basic (VBE) რედაქტორის მიმოხილვა და VBA პროგრამირების საფუძვლები:

** VBA პროექტის შექმნა, პროექტის ფანჯრის მიმოხილვა
** პროგრამული კოდის ჩაწერა და რედაქტირება, მახასიათებლების ფანჯრის მიმოხილვა;
** Sub პროცედურების შექმნა და ამოქმედება;
** Sub პროცედურის გამართვა (Debugging);
** მონაცემთა ტიპები, ცვლადები და კონსტანტები;
** პირობითი კონსტრუქციები: GoTo, If...Then...End If, კომპლექსური If კონსტრუქცია, Select Case, კომპლექსური Select Case კონსტრუქცია;

Excel-ის ობიექტები, მეთოდები და მახასიათებლები:

** ობიექტთა იერარქიის გაცნობა;
** კოლექციის ცნება და ობიექტზე მიმართვები;
** Workbook ობიექტის მახასიათებლები და მეთოდები;
** Worksheets კოლექციის მიმოხილვა და მისი როგორც ობიექტის მიმოხილვა;
** Range ობიექტი, მისი მახასიათებლები და მეთოდები
** With...End With კონსტრუქციის მიმოხილვა და R1C1 სტილის გამოყენება

ციკლები (Loops). მრავალჯერადი მოქმედებების პროგრამირება:

** For...Next;
** For Each...Next;
** Do...While;
** Do...Until;
** While...Wend;
** While...Loop;
** Until...Loop;
** Exit კონდიცია;
** კომპლექსური ციკლები

სამომხმარებლო ფუნქციების შექმნა:

** Sub პროცედურის შედარება Function პროცედურასთან;
** Function პროცედურების სახეები;
** Function პროცედურა არგუმენტებით და არგუმენტების გარეშე;
** სტანდარტული VBA ფუნქციები;
** არგუმენტთა გადაცემის სახეები (ByVal და ByRef)

დიალოგის სტანდარტული ფანჯრები და მათთან მუშაობა:

** Message Box ფუნქცია;
** Input Box ფუნქცია;
** GetOpenFilename და GetSaveAsFilename მეთოდები
** Filedialog-თან მუშაობა;

UserForm-თან მუშაობა:

** UserForm-ის დამატება, გაშვება და დახურვა,
** UserForm-ზე კონტროლის ღილაკების დამატება და მათი თვისებები;
** კონტროლის ღილაკთა Event-ები
** Wizard-ების შექმნა და UserForm-ის რთული პროგრამირების მაგალითები

Event-ებთან მუშაობა სხვადასხვა დონეზე:

** სამუშაო წიგნის დონის Event-ები (Workbook_Open, SheetChange, Activate, Deactivate, BeforSave და ა.შ.)
** სამუშაო გვერდის დონის Event-ები (Change, SelectionChange, Activate, Deactivate, Calculate და ა.შ.)
** აპლიკაციის დონის Event-ები

დიაგრამებთან მუშაობა:

** Chart ობიექტი, მისი მახასიათებლები და მეთოდები;
** Chart event-ები;
** Shapes ობიექტი, მისი მახასიათებლები და მეთოდები;

ფერებთან მუშაობა და პირობითი ფორმატირება:

** ფერების დახარისხება;
** ნაცრისფერი შკალის მიმოხილვა;
** დოკუმენტის ფერების მიმოხილვა;
** პირობითი ფორმატირების მახასიათებლები და მეთოდები;

Simple filter და Advanced Filter-თან მუშაობა.

Pivot Table ობიექტთან მუშაობა:

** Pivot Table-ის შექმნა;
** მონაცემთა გაფილტვრა და სორტირება;
** Slicer-ის გამოყენება;
** გამოთვლების წარმოება;
** რამდენიმე Pivot Table_ის შექმნა;

მოქმედებები ფაილებზე/საქაღალდეებზე:

** მონაცემთა იმპორტი ექსელში;
** მონაცემთა კონსოლიდაცია;
** ექსელის ფაილის გახსნა და დამუშავება;
** არსებული ფაილის დაშლა სამუშაო წიგნებად;
** საქაღალდის შექმნა და მასში ფაილთა თავმოყრა;
** საქაღალდეში მოთავსებული ექსელის და PDF ფაილებთან მუშაობა

შეცდომებთან მუშაობა და მათი კონტროლი:

** შეცდომათა სახეები;
** Err ობიექტი;
** On error goto ...;
** On error resume next...
** კონკრეტულ შეცდომასთან მუშაობა;

VBA tricks & tips

კურსის ხანგრძლივობა: 14 დღე
სალექციო შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5 საათი (ჯამში 21 აკადემიური საათი)
კურსის ღირებულება: 600 ლარი (გადახდა ხორციელდება ორ ეტაპად)

მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/7nS9KyEownGhDi9l2 ან დაგვიკავშირდით: 577 250079.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი