Jobs.GE



დასახელება: კურსი ჯანდაცვის სამართალში და მენეჯმენტში
მომწოდებელი: ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 24 იან / ბოლო ვადა: 31 მარ

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი და იბიდი - სამართლისა და მენეჯმენტის ჯგუფი, აცხადებს 5 დღიან ინტენსიურ კურსს პროფესიონალებისთვის ჯანდაცვის უფლებებში და მენეჯმენტში.

კურსი ჩატარდება 9-13 მაისს, 2018 წ.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 1 მარტი 2018 წ.

ინტენსიური 5 დღიანი კურსი განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: უფლება ჯანმრთელობაზე, ჯანდაცვის სისტემები, ჯანდაცვის მართვა და ადმინისტრირება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის ეთიკური და სამართლებრივი საკითხები და სხვა საკითხები დაკავშირებული როგორც ჯანდაცვასთან, ასევე ჯანდაცვის სამართალთან.

კურსი განკუთვნილია იურისტებისთვის, ექიმებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს ჯანდაცვისა და სამართლის სფეროში.

თარიღი: 9-13 მაისი, 2018
ადგილი: საქართველო, თბილისი

პროგრამის აღწერა:

ლექტორები:

1. სონია კანცატერი, ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის წოდება მიღებული აქვს სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტში. ის ასევე არის ჯანდაცვის ადმინისტრირების პროფესორ ასისტენტი მერილენდის უნივერსიტეტში. სონია კანცატერი, კურსის დროს ისაუბრებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ჯანდაცვის მენეჯმენტის პრინციპების შეფასება, გლობალური ჯანდაცვის სისტემა ტექნოლოგიური ცვლილებების ერაში და სხვა.

2. ოსკარ ა. კარიერა, აბოგადო - სამართლის მაგისტრი, ონელი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრის პროფესორი. ოსკარ კარიერა სხვადასხვა დროს მუშაობდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში და სხვადასხვა პროექტებში.

3. სარა როშე - სამართლის მაგისტრი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი - ონელი ინსტიტუტის ჯანდაცვის სამართლის პროგრამის დირექტორი,. სარა უძღვება ჯანდაცვის სამართლის პროგრამებს იურისტებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის. კურსის დროს სარა როშე, სხვა საკითხებთან ერთად გაუძღვება ისეთ მნიშვნელოვან სესიებს, როგორიცაა: არაგადამდები დაავადებები, რისკ ფაქტორები, თამბაქოს კონტროლი, არაჯანსაღი დიეტა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პრინციპები.

4. ნინო კიკნაძე - სამართლის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი. ნინო ამჟამად მუშაობს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოში". ის არის საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროკავშირის და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამართლის ექსპერტად. არის რამდენიმე სტატიის და წიგნის ავტორი.

როგორ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?!

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კურსზე დაიშვება დაახლოებით 25 მონაწილე;
** მონაწილეობის უფლება აქვთ იურისტებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს, ჯანდაცვის მენეჯერებს, ექიმებს, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლებს, რომელსაც აქვთ გამოცდილება ჯანდაცვაში, საჯარო მოხელეებს და პროფესიონალებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანდაცვა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები;
** პრიორიტეტი მიენიჭებათ აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ხუთ წლიანი სამუშაო გამოცდილება და გარკვეული წვლილი მიუძღვით ქვეყნის ამ სფეროს განვითარებაში;
** ვინაიდან კურსი იქნება ინგლისურ ენაზე, აპლიკანტი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას;
** კურსზე მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს 20 წელზე მეტი ასაკის.

სწავლების ენა: - ქართული და ინგლისური
კურსის ღირებულება: - 1760 ლარი - სწავლის ღირებულება უნდა დაიფაროს 2018 წლის 5 მაისამდე.
კორპორატიული ფასდაკლება შესაძლებელია ორგანიზაციიდან 4 ან მეტი პირის დაფინანსების შემთხევვაში და მრავალშვილიანი (3 და მეტი) მონაწილისთვის

კურსის თარიღი: ინტენსიური 5 დღიანი კურსი ჩატარდება 2018 წლის 9-13 მაისს (5 სრული დღე) თბილისში. მონაწილეები ვალდებული არიან დაესწრონ კურსის ხუთივე დღეს სრულად და შეათანხმონ აღნიშნულის შესახებ დამსაქმებლებთან.

სერტიფიკატი: კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის და "იბიდის" ერთობლივ სერტიფიკატს.

აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს შემდეგი საბუთები:

კურიკულუმ ვიტა /სვ, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 გვერდი. სამოტივაციო წერილი (მინიმუმ 600 და მაქსიმუმ 1000 სიტყვა), სადაც კარგად იქნება აღწერილი მონაწილეობის სურვილი, ინტერესის სფერო, პროფესიული გამოცდილება და ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი ელ ფოსტის და ტელეფონის ნომრის მითითებით.

საბუთების შერჩევის პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ, აპლიკანტს ჩაუტარდება მაქსიმუმ 10 წუთიანი გასაუბრება.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა:

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 1 მარტი 18:00 საათი. გთხოვთ საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: course.ibid@gmail.com

შეტყობინება კურსზე მონაწილეობის შესახებ თითოეულ აპლიკანტს ეცნობება ოქტომბრის ბოლო კვირაში.

დამატებითი შეკითხვები გთხოვთ გამოაგზავნოთ: course.ibid@gmail.com და ტელ: 577 900 515



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი