Jobs.GE



დასახელება: დისტრიბუტორი - თბილისი, აჭარა
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 23 იან / ბოლო ვადა: 23 თებ
თანდართული ფაილი: 164024-amboli-app.zip

"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე თბილისსა და აჭარაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა, რომელიც გამოდგება დისტრიბუციის განსახორციელებლად.

აუცილებელი უნარები:

** მოსმენა, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება და გადმოცემა;
** შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა, უაღრესად დისციპლინირებულობა;
** სიახლეების ადვილად ათვისება;
** ლოგიკური აზროვნება და მოქმედება;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღება;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობა;
** გაწონასწორებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** საავტომობილო ზეთების და ავტონაწილების დისტრიბუცია;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთვის ჩვენი პროდუქტების შეთავაზება და მათი დარწმუნება ჩვენთან თანამშრომლობისა და ჩვენი პროდუქტების უპირატესობაში;
** არსებული კლიენტების საუკეთესოდ მომსახურება, მათი შენარჩუნება და ერთგულ კლიენტებად და მეგობრებად ქცევა;
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების მუდმივი ზრდის ხელშეწყობისთვის;
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;
** ანაზღაურება: 1500-3500 ლარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 23 თებერვალი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@amboli.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით სააპლიკაციო ფორმას.

ყურადღება! განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი