Jobs.GE



დასახელება: იჯარებთან ურთიერთობის ოფიცერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 22 იან / ბოლო ვადა: 22 თებ

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს იჯარებთან ურთიერთობის ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** კომპანიის მეიჯარეებთან და ქვემოიჯარეებთან ურთიერთობა;
** ახალ მეიჯარეებთან ხელშეკრულების გაფორმება;
** ქვემოიჯარეების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
** საბანკო სექტორთან ურთიერთობა კომპანიის ობიექტებზე ბანკომატების განთავსებასთან დაკავშირებით;
** არსებულ და ახალ მაღაზიებში, კომუნალურებისთვის მრიცხველების მონტაჟის ორგანიზება, პირობების შეთანხმება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** ხელშეკრულებების და ნებისმიერი სახის ცვლილებების რეესტრში რეგისტრაცია;
** ბაზრის ანალიზი და საიჯარო ფართების ფასების დადგენა;
** რეპორტების მომზადება ქვემოიჯარეებთან ურთიერთობის და სავაჭრო ობიექტების ფართის ათვისების შესახებ;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მარკეტინგი, ფინანსები);
** მსგავს პოზიციზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი;
** სავალდებულო მოთხოვნა: საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ "იჯარებთან ურთიერთობის ოფიცერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი