Jobs.GE



დასახელება: სასერტ. პროგრამა - ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა და მენეჯმენტი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 18 იან / ბოლო ვადა: 25 თებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სასერტიფიკატო პროგრამა "ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა და მენეჯმენტი"

"ჯანდაცვის სამართლის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის" სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია იურისტებისთვის, ჯანდაცვის მენეჯერებისთვის, სტუდენტებისთვის და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ჯანდაცვის პოლიტიკით და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების ასპექტებით. ასევე, მათთვის, ვისაც სურთ გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ჯანდაცვის მენეჯმენტში.

სერტიფიკატი: სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

სწავლის ხანგრძლივობა: 9 კვირა. ლექციები გაიმართება სამუშაო დღეებში, კვირაში სამჯერ, 19:00-დან 21:30 საათამდე.
პროგრამის მოცულობა: 62.5 საათი.
სწავლების ენა: ქართული (დამატებითი საკითხავი მასალა იქნება ინგლისურ ენაზე).

მისაღები პროცედურები:

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nina.kiknadze@gmail.com. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით).

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 25 თებერვალი.
სწავლის დაწყების თარიღი: 2018 წლის 5 მარტი.

პროგრამის ღირებულება: 940 ლარი.
კორპორატიული ფასდაკლება: სამი ან მეტი თანამშრომელი - მინუს 10%.

სწავლების საგნები:

** უფლება ჯანმრთელობაზე
** პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საკითხები
** ჯანდაცვის პოლიტიკა
** ჯანდაცვის სამართალი და ბიოეთიკა
** ჯანდაცვითი პროგრამების მართვა და ადმინისტრირება
** ჯანდაცვის სისტემის რეგულირება
** საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მისი კავშირი ადამიანის უფლებებთან
** ჯანდაცვის სფეროში წარმატებული კამპანიები
** ფარმაციის პოლიტიკის საფუძვლები
** საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სიტუაციური ანალიზი
** ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა.

საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე
ელფოსტა: nina.kiknadze@gmail.com
ტელ: 577 900515



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი