Jobs.GE



დასახელება: ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კურსი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 18 იან / ბოლო ვადა: 18 თებ
თანდართული ფაილი: 163731-tsu-train-acc.zip

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ბაზაზე აცხადებს მსმენელთა მიღებას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სერტიფიცირებულ კურსზე.

მსმენელები დაეუფლებიან ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ასევე, შეისწავლიან კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამებს (ორისი, სუპერ¬ფინი, ინფო და ა.შ. კომპიუტერული პროგრამების უცოდინარობის შემთხვევაში, წინასწარ მოხდება საჭირო პროგრამების შესწავლა ამავე ცენტრში.

სწავლების ხანგძლივობა: სამი თვე
ფასი: 300 ლარი (თვეში 100 ლარი) (2 სთ-იანი ლექცია, კვირაში 2-ჯერ)

მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება სწავლების უახლესი ფორმები და მეთოდები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პრაქტიკული ჩვევების ჩამოყალიბებას; მოხდება ბუღალტრული საქმიანობის მოდელირება და ქეისების შესწავლა. რათა მსმენელმა კურსების დამთავრებისთანავე შეძლოს ბუღალტრად მუშაობა.

სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი ორენოვანი საუნივერსიტეტო ქართულ-ინგლისური სერტიფიკატი.

ტრენინგზე ჩაწერა დაწყებულია.

პროგრამის სრული შინაარსი იხილეთ დართულ ფაილში ან ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.pgie.tsu.ge

ერთი თვის სწავლის საფასურის გადახდა ხდება წინასწარ.

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dDFXUExIVjJMa0g3TW5ReXlsNGRDLXc6MQ

კონტაქტი: 299 68 53 (ნინო კედია, ეთერ ჯაბანაშვილი); 555 13 30 50; (ნინო კედია); 558 92 78 22 (ეთერ ჯაბანაშვილი).
ელ. ფოსტა: TSUTraining@gmail.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი