Jobs.GE



დასახელება: ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი
მომწოდებელი: საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები
გამოქვეყნდა: 17 იან / ბოლო ვადა: 6 აპრ

ფონდი "საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები" აცხადებს სამეცნიერო პროექტების მიღებას (რომელიც მოიცავს მეცნიერების ყველა დარგს - საბუნებისმეტყველო, სამედიცინო, საინჟინრო, სოციალურს და ეკონომიკურს), ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს.

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე/ძირითადი შინაარსი (abstract). შემდეგ ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა მოწვეული სამეცნიერო ჟიურის წინაშე უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები (stands). დასწრებულ ტურში გამარჯვებული პროექტები ნომინირებული იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება ირლანდიაში, დუბლინში, 2018 წლის სექტემბერში.

ევროკონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს აანაზღაურებს ევროკომისია.
პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ და ინოვაციურ პროექტებს.

აბსტრაქტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე: eucontest24@gmail.com 2018 წლის 6 აპრილის ჩათვლით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი