Jobs.GE



დასახელება: უფროსი ფინანსური აუდიტორი
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 4 იან / ბოლო ვადა: 4 თებ

შპს "ნექსია თიეი" (Nexia TA Georgia) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას "NEXIA International" საქართველოში.

კომპანია "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური აუდიტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** "ნექსია თიეი"-ს კლიენტი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესის წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის (ISA) შესაბამისად.
** აუდიტის დასკვნის მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა.
** კომპანიის მენეჯმენტისადმი წერილის (Management letter) მომზადება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურობა;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancyaudit@nexia.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი