Jobs.GE



დასახელება: უძრავი ქონების ბროკერი
მომწოდებელი: დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ

საქართველოს უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია "დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ერთ-ერთი ბიზნეს მიმართულებით - უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე.

ვაკანსია მოცემულია თბილისის ფილიალისათვის.

რა მოთხოვნები გვაქვს კანდიდატების მიმართ:

** ჩვენთვის უმთავრესია პოტენციური კანდიდატი იყოს ძლიერ მოტივირებული და ჰქონდეს დიდი სურვილი იმისა, რომ მიიღოს მაღალი ანაზღაურება.
** მეორე მთავარი მოთხოვნაა ადამიანმა გაიზიაროს ჩვენი კორპორატიული კულტურა, რომელიც მოიცავს იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რაზეც არის დაფუძნებული ჩვენი კომპანია (http://www.davidkenchadze.ge/ka/page/corporate-culture)
** სხვა დანარჩენი რაც საჭიროა წარმატების მიღწევისათვის ამ კონკრეტულ პოზიციაზე ისწავლება "დავით კენჭაძის გაყიდვების სკოლაში". არ არის შეზღუდვა ასაკთან დაკავშირებით.
** ანაზღაურება: საკმაოდ მაღალია და დამოკიდებულია ბროკერის გაყიდვების შედეგებზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@dkcapital.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი