Jobs.GE



დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: სამორინე ივერია
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 21 იან

"სამორინე ივერია თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად).

დამატებითი პირობები

** ასაკი: 18-27
** სქესი: ქალი
** სასიამოვნო გარეგნობა

პიროვნული თვისებები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განსაკუთრებული ყურადღება დეტალების მიმართ;
** ენერგიული, თავაზიანი, კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: 8 საათი დღეში/ღამეში (ცვლის მიხედვით);

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ შევსებული რეზიუმე (CV) და მთლიანი სიმაღლის ამსახველი რამდენიმე ფოტოსურათი შემდეგ მისამართზე: info@casinoiveria.com სათაურის ველში მიუთითეთ "მიმტანი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2018 წლის 21 იანვრის ჩათვლით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი