Jobs.GE



დასახელება: ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: კავკასენერგო
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ

შპს "კავკასენერგო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

სამუშაო მოვალეობები:

ბუღალტრის ხელშეწყობა/დახმარება შემდეგი მიმართულებებით:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** ოპერაციების საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური აღრიცხვის უზრუნველყოფა
** ძირითადი საშუალებებისა და სხვა აქტივების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამისი პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
** საგადასახადო დეკლარაციების წარდგენა;
** ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
** ინტერნეტ-ბანკში მუშაობა;
** უფლებამოსილების ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების (კარგად) ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამის ფლობა;
** MS Office პროგრამების ცოდნა (Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა).

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
სახელფასო ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის განმავლობაში - 600 ლარი; გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ - 1000 ლარი.
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: shakochachanidze@gmail.com

ტელ: 595 474744.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი