Jobs.GE



დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ჯეო დისტრიბუშენ გრუპი
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ

სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ჯეო დისტრიბუშენ გრუპი" ("ბიუ-ბიუ"-ს ბრენდის ქათმის პროდუქტების ექსკლუზიური დისტრიბუტორი) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული.
** ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად.
** 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი (ანაზღაურებადი).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი
** შეკვეთების კონტროლი და შედარება რეალურ მიწოდებასთან
** თანხის მოძრაობის კონტროლი
** ობიექტების მონიტორინგი და პერიოდული შემოწმება
** რეალიზაციის ანალიზი
** რეალიზაციის გეგმების შემუშავება ობიექტების მიხედვით
** პრემიალური და ბონუს სისტემის შემუშავება ობიექტების მიხედვით
** ობიექტების ფინანსური მომგებიანობის განსაზღვრა და შემდგომი ანალიზი
** ბიუჯეტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება ფინანსური ან ბუღალტრული განხრით (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის ფლობა სავალდებულოა)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) უმაღლეს დონეზე ცოდნა
** სამუშაო პროგრამები (INFO, FMG) (პროგრამის ცოდნა არ არის სავალდებულო)
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია 1-2 წლიანი გამოცდილება ფინანსებში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: vacancy@gdg.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი