Jobs.GE



დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: e.l.f. Cosmetics Georgia
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "e.l.f. Cosmetics Georgia" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი - "თბილისი ცენტრალი" (ვაგზლის მოედანი #2)
სამუშაო გრაფიკი: 10:00 დან 20:00 საათამდე, 6 დღიანი სამუშაო კვირა.
ხელფასი: 400 ლარი

მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** პროდუქციის დახლებზე განთავსება მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** მომხმარებლისათვის განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხელმძღვანელთან მუდმივი კომინიკაცია არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: teona.beriashvili@hotmail.com

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი