Jobs.GE



დასახელება: კურიერი/მძღოლი
მომწოდებელი: menu.ge
გამოქვეყნდა: 3 იან / განახლდა: 3 იან / ბოლო ვადა: 3 თებ

კომპანია "menu.ge" გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას კურიერის/მძღოლის პოზიციაზე, საკუთარი ავტომობილით, თბილისში.

გყავთ საკუთარი ავტომობილი ან მოპედი? გახდით "მენიუ" ჯგუფის კურიერი და გამოიმუშავეთ თანხა! მიიღეთ ჰონორარი და იმუშავეთ თქვენთვის მოხერხებული გრაფიკით - სამსახურის დაწყება შესაძლებელია ხვალვე! აუცილებელია მომსახურების გაწევის ტრენინგის გავლა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს პროფესიონალთა გუნდში, დინამიურად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რომელსაც შეუთავსებთ თქვენს სხვა სამსახურს;
** ხელფასს 1200-დან 2000 ლარამდე + ბონუსები თვეში.

მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ეკონომიური ავტომობილი, მოტოციკლეტი ან მოპედი;
** მართვის მოწმობა;
** სმარტფონი;
** ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** კლიენტთა საუკეთესო მომსახურების უზრუნველყოფა.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ფორმა: http://www.dasaqmdiaq.ge/ ან გააგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: support@menu.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი