Jobs.GE



დასახელება: ტექნიკოს-ინკასატორი - ქუთაისი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 3 იან / ბოლო ვადა: 30 იან

სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000-მდე მომხმარებელს 6500-მდე მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინკასატორის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი.

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

** ტერმინალის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა;
** ვინდოუსის, დრაივერების და სხვა პროგრამების ინსტალირება, პრობლემის აღმოფხვრა;
** საჭიროებისამებრ ინკასაციის წარმომადგენლების დახმარება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება
** მართვის მოწმობა (ბ კატეგორია)
** ავტომანქანა (უპირატესობა მიენიჭება მცირე ლიტრაჟიან ავტომობილს)
** აუცილებელია ქონების უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა
** მოწესრიგებულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge და "subject"-ის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 30 იანვარი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი