Jobs.GE



დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 30 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ადმინისტრაციულ სამსახურში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის 6

ძირითადი მოვალეობები:

** შეხვედრების ორგანიზება და საკონფერენციო ოთახების გამზადება;
** სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის უზრუნველოფა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციულ პროექტებში მონაწილეობა;
** საოფისე შეკვეთების განხორციელება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა და დაარქივება;
** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და გადამისამართება შესაბამის პირებთან;
** შემოსული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და განაწილება;
** დოკუმენტების თარგმნის უზრუნველყოფა;
** დოკუმენტების გაგზავნის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება;
** ბრძანებების, ხელშეკრულებებისა და სხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში დამლაგებლებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ სფეროში;
** MS office-ის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy.toyota@tegetamotors.ge არაუგვიანეს 2018 წლის 20 იანვრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა"-ს აპლიკანტთა ბაზაში შეინახება 5 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი