Jobs.GE



დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: მზეთამზე - ქართული ხორბლის პური
გამოქვეყნდა: 29 დეკ / ბოლო ვადა: 29 იან

კომპანია "მზეთამზე" - ქართული ხორბლის პური - აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე, გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: 07:30-14:00.

სავალდებულო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი სავალდებულოა;
** 22-დან 45 წლამდე მამაკაცი.
** შრომისმოყვარე, ენერგიული, დისციპლინირებული;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა.

მოვალეობები:

** ობიექტებზე ყოველდღიური ვიზიტი;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ფასებისა და საქონლის კონტროლი;
** საქონლის ვადების კონტროლი.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: mzetamzespuri@gmail.com და წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დისტრიბუტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი