Jobs.GE



დასახელება: ჯენერალისტი არმ დეპარტამენტში
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 29 დეკ / ბოლო ვადა: 19 იან

ლიბერთი ბანკი, საქართველოში ყველაზე მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი, ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ კადრებს იწვევს სამუშაოდ ჯენერალისტის პოზიციაზე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

ძირითადი მოვალეობები:

** საკადრო პოლიტიკის მიხედვით განსაზღვრული საშტატო განრიგის ეფექტური მხარდაჭერა;
** პერსონალის შერჩევის პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
** ვაკანტურ თანამდებობებზე კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების მოთხოვნების დადგენა და გაწერა;
** რეკრუტინგის არხების განსაზღვრა და განვითარება;
** კომპანიის პოლიტიკის (მათ შორის, კორპორატიული სახელმძღვანელო, მოქმედი პროცედურები) მხარდაჭერა და სათანადოდ გამოყენება;
** დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, სამუშაოს აღწერილობების მომზადება, ბრძანებების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** თანამშრომლების პირადი საქმეების შექმნა/ადმინისტრირება;
** სახელფასო სისტემის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა;
** ადამიანური რესურსების ელექტრონულ მონაცემთა ბაზასთან მუშაობა და მისი გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილოება;
** ადამიანური რესურსების დეპარტამენტთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
** თანამშრომლებისთვის სოციალური პაკეტების შეთავაზება და შემდგომი მონიტორინგი;
** თანამშრომლების საინფორმაციო მხარდაჭერა; თანამშრომლების კონსულტირება არმ-ის პროცედურებთან, სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** ადამიანური რესურსების განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის დონეზე;
** MS Office-ის სრულყოფილი ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერილობითი უნარ-ჩვევები.

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინიციატივებისა და ახალი იდეების შემუშავება/დანერგვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** აქტიურობა, სისხარტე, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
** სტრესულ გარემოში სამუშაოზე კონცენტრირება;
** გუნდურობა.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 19 იანვრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული, თქვენთვის სასურველი ადგილმდებარეობის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:

ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი