Jobs.GE



დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 29 დეკ / ბოლო ვადა: 29 იან

ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 9:30-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

სამუშაო აღწერილობა:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში, აფთიაქებში.
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების მომზადება, ორგანიზება და ჩატარება.
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
** საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ აუცილებელია არ არის.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი,პასუხისმეგებლობა
** პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.

საგამოცდო პერიოდი: 3 თვე. საწყისი ანაზღაურება კონკურენტული.
საგამოცდო პერიოდის შემდეგ: ზრდადი ანაზღაურება, ყოველთვიური და კვარტლური პრემიალური სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე; სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: LLine@mail.com 2018 წლის 29 იანვრის ჩათვლით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი