Jobs.GE



დასახელება: კონკურსი შეფასებითი კვლევის ჩატარებაზე
მომწოდებელი: People In Need
გამოქვეყნდა: 29 დეკ / განახლდა: 12 იან / ბოლო ვადა: 22 იან

"ფიფლ ინ ნიდ" ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარებას და განვითარების პროექტებს , მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას. "ფიფლ ინ ნიდ" არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰუმანიტარული და განვითარების ორგანიზაცია და ბოლო 20 წლის განმავლობაში პროექტებს ახორციელებს 37 ქვეყანაში. საქართველოში საქმიანობს 2005 წლიდან და აქვს ოფისები თბილისში, ყაზბეგში და ქუთაისში.

ა(ა)იპ "ფიფლ ინ ნიდ", ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის (ARSD)" ფარგლებში, აცხადებს მოთხოვნას კვლევაზე: სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების სამუშაო მექანიზმებისა და სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკის შეფასებითი კვლევის მომზადება.

შესავალი:

"რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის" (ARSD) 2 წლიანი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ფიფლ ინ ნიდ (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD) თანამშრომლობით.

პროექტის ზოგადი მიზანია ევროპის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, რეგიონული განვითარების პოლიტიკების ეფექტური შემუშავებისა და განხორციელების წახალისების გზით, ხელი შეუწყოს რეგიონების მდგრად განვითარებას საქართველოში.

პროექტი ემსახურება ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში, რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ჩამოყალიბდება და დაინერგება თანამშრომლობის ინოვაციური მეთოდები რეგიონულ, მუნიციპალურ და სოფლის განვითარებით დაინტერესებულ მხარეებს შორის.

ARSD პროექტის ძირითადი მიმართულებებია:

** მტკიცებულებაზე დაფუძნებული და ინფორმირებული პოლიტიკის კეთება: გააძლიეროს რეგიონული განვითარების პოლიტიკის კეთების ხარისხი გამოყენებითი კვლევებისა და ადგილობრივი კვლევითი ინსტიტუტების, რეგიონული უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო) შესაძლებლობების გაძლიერების გზით;
** საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარება: გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ინსპირირება სოფლის და რეგიონული განვითარების ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით;
** ძლიერი სოციალური კაპიტალი და სექტორული თანამშრომლობა: სოციალური კაპიტალის, პარტნიორობისა და სხვადასხვა დონის აქტორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება;
** შესაძლებლობების გაძლიერება: რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების, სსო-ებისა და სხვა არასახელმწიფო აქტორების მხარდაჭერა გააუმჯობესონ მათი ცოდნა და გამოცდილება.

რეგიონული განვითარების პოლიტიკა მისი ფართო გაგებით აერთიანებს ყველა იმ პოლიტიკებსა და სტრატეგიებს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონების უთანასწორობის შემცირებას, მათ კონკურენტუნარიანობის გაზრდას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტები გარდა საქართველოს მთავრობის რეგიონული განვითარების სტრატეგიისა ასევე აერთიანებს, როგორც ჰორიზონტალურ დონეზე ე.წ. სექტორული პოლიტიკის განვითარების სტრატეგიებს, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის განვითარება, განათლება, ინფრასტრუქტურა და სხვა, ასევე ვერტიკალურ დონეზე კონკრეტული რეგიონისა თუ მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიებს.

რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს სტრატეგია და მათი განხორციელების გეგმა იყოს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ურთიერთშემავსებელი. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია, როგორც უშუალოდ დაგეგმვისა და განხორციელების ყველა დონეზე სინერგიისა და სინქრონის უზრუნველყოფით.

კვლევის საგანი სამხარეო საკონსულტაციო საბჭო:

სამხარეო საკონსულტაციო საბჭო არის სახელმწიფო რწმუნებულთან − გუბერნატორთან არსებული მუნიციპალიტეტთა საკონსულტაციო ორგანო. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიზანია, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ინტერესების წარმოდგენა და გათვალისწინება სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილებაა:

** სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის წარდგინებით შესაბამის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა;
** სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა;
** სახელმწიფო რწმუნებულისთვის − გუბერნატორისთვის რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან სახელმწიფო რწმუნებული − გუბერნატორი და ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

კვლევის გეოგრაფიული არეალი: კვლევის გეოგრაფიული არეალი მოიცავს საქართველოს შემდეგ მხარეებს: მცხეთა- მთიანეთი, კახეთი და იმერეთი.

კვლევის მიზნები:

დავალების მიზანია სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების სამუშაო მექანიზმებისა და სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკის შეფასებითი ანგარიშის მომზადება; გამოავლინოს შესაბამისი ხარვეზები და პრობლემები და გაანალიზოს სამოქალაქო საზოგადოებს ორგანიზაციების ან სხვა არასახელმწიფო აქტორების ჩართულობა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობისა და საბჭოს ფუნქციების განხორციელების პროცესში.

შედეგად, პირველ ეტაპზე, შემუშავდება შეფასებითი დოკუმენტის სამუშაო ვერსია პირველადი მიგნებებით (შეუსაბამობები, ხარვეზები, დაბრკოლებები) და რეკომენდაციებით, რომელიც ასევე მოიცავს არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების ხედვას. დოკუმენტი განიხილება პროექტის კოორდინატორის და დარგობრივი ექსპერტის მიერ რათა უზრუნველყოს უკუკავშირის მიწოდება.

საბოლოოდ მომზადდება შეფასებითი კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონალური საკონსულტაციო საბჭოების მიზნების უფრო ეფექტურად განხორციელებას, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაუმჯობესებას.

ტენდერის პირობები:

ექსპერტმა ან/და ექსპერტთა გუნდმა უნდა წარადგინოს კვლევის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების სამუშაო მექანიზმებისა და სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკის შეფასებითი
ანგარიში. კვლევის შემუშავების დროს ექსპერტმა ან/და ექსპერტთა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს დამკვეთის მოთხოვნები პროდუქტის, აქტივობების და მეთოდოლოგიის მიმართ.

პროდუქტები:

დავალების ფარგლებში მკვლევარებმა უნდა შეიმუშაონ შემდეგი საბოლოო პროდუქტი: სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების სამუშაო მექანიზმებისა და სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკის შეფასებითი ანგარიში.

დოკუმენტის მოცულობა: მინ. 15 გვერდი, (სტროფებს შორის დაცილება 1.5, შრიფტი Sylfaen, ზომა 11).

შეფასებითი კვლევის ანგარიში სადაც გამოვლენილ შეუსაბამობათა და ნაკლოვანებათა შემთხვევების აღწერასთან ერთად მოცემული უნდა იყოს ანალიზი და რეკომენდაციები მიმართული მათ აღმოფხვრაზე. რეკომენდაციები ასევე უნდა მოიცავდეს ალტერნატიულ ხედვას საქართველოში რეგიონული საკონსულტაციო საბჭოების სამუშაო მექანიზმებისა და სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკის შესახებ.

დოკუმენტის მოცულობა: მინ. 15 გვერდი, (სტროფებს შორის დაცილება 1.5, შრიფტი Sylfaen, ზომა 11)

სრული ანგარიში, სადაც გათვალისწინებულია შემსყიდველის მიერ გამოხატული შენიშვნები და რეკომენდაციები.

დოკუმენტის მოცულობა: მინ. 20 გვერდი დანართების გარეშე, (სტროფებს შორის დაცილება 1.5, შრიფტი Sylfaen, ზომა 11).

კვლევის აქტივობები:

გამარჯვებულ პრეტედენტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 10 დღით ადრე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ღონისძიებათა გეგმა გრაფიკი. წარსადგენი ღონისძიებების გეგმა უნდა იყოს მკაფიო კავშირში კვლევის პროდუქტების შესამუშავებლად განსაზღვრულ აქტივობებთან. გეგმაში უნდა იქნას აღწერილი ძირითადი საქმიანობა, შესრულების ვადები, ექსპერტის და/ან ექსპერტებს შორის პასუხისმგებლობისა და მოვალეობების განაწილება. ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს:

** რეგიონების განვითარების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესწავლა;
** სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების დებულებების შესწავლა ზემოთ აღიშნულ მხარეებში;
** შესაბამისი სამართლებრივი აქტები: ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი, მთავრობის დადგენილება და სხვა სამართლებრივი აქტების ანალიზი;
** ზემოთ აღნიშნული რეგიონების სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების სხდომის ოქმების შესწავლა;
** სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების საქმიანობის ანგარიშების შესწავლა;
** სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების როლი რეგიონული განვითარების სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში;
** სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების ფუნქციონირების პროცესში, რეგიონის განვითარების სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, კოორდინაციისა და კომუნიკაციის არსებული მექანიზმების შესწავლა.

მეთოდოლოგია:

გამარჯვებულმა პრეტენდენტმა გეგმა გრაფიკის შემუშავებასთან ერთად უნდა შეიმუშაოს და შესთავაზოს დამკვეთს კვლევის მეთოდოლოგია, რომლითაც იხელმძღვანელებს შეფასებითი კვლევის განხორციელების დროს. მონაცემთა შეგროვების მიზნით გამოყენებულ უნდა იქნეს სამაგიდო კვლევა და სხვა თვისობრივი /ხარისხობრივი მეთოდები. მეთდოლოგიაში უნდა იქნას აღწერილი ინფორმაციის წყარო და მათი შერჩევის პრინციპები.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანგარიშის წინასწარ მოცემული სტრუქტურა, მაგ:. 1. შესავალი; 2. სიტუაციური ანალიზი; 3. დეტალური შეფასება; 4. რეკომენდაციები;...

რეკომენდაციების განსაზღვრის პროცესში მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზება და გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ფიზიკურ ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

ფიზიკური პირის შემთხვევაში აუცილებელია პირს გააჩნდეს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს ან ანალოგიური საქმიანობის სფეროში კვლევების ჩატარების მიმართულებით, რის დასადასტურებლადაც ფიზიკურმა პირმა უნდა წარმოადგინოს რეზიუმე და მინიმუმ ერთი ხელშეკრულება ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიში, პუბლიკაცია, სახელმძღვანელო და სხვა) მსგავსი ან ანალოგიური საქმიანობის განხორციელების კუთხით.

იურიდიული პირის შემთხვევაში, ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მის მიერ კვლევის განსახორციელებლად დაქირავებული პირ(ებ)ის (ექსპერტი) შრომითი ხელშეკრულება და/ან ცნობა სამუშაოს შესახებ, ამასთანავე ექსპერტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს ან ანალოგიური საქმიანობის სფეროში კვლევების ჩატარების მიმართულებით, რის დასადასტურებლადაც ორგანიზაციამ წარმოადგინოს რეზიუმე და მინიმუმ ერთი ხელშეკრულება ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიში, პუბლიკაცია, სახელმძღვანელო და სხვა) მსგავსი ან ანალოგიური საქმიანობის განხორციელების კუთხით.

როგორც ფიზიკურ პირებს (ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს), ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირების მიერ დაქირავებულ ექსპერტებს, უნდა გააჩნდეთ მაგისტრის ან უფრო მაღალი აკადემიური ხარისხი ეკონომიკაში, სოციალურ მეცნიერებებში ან სხვა დაკავშირებულ სფეროებში.

შერჩევა:

შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** კვლევითი მეთოდოლოგიის რელევანტურობა;
** კვლევითი საქმიანობის რელევანტურობა;
** გუნდის წევრების კვალიფიკაცია; ბიუჯეტი.

ანგარიშგება:

ანგარიშის წარდგენა განხორციელდება 2 ეტაპად:

I ეტაპი: პრეტენდენტმა კვლევის ანგარიშის სრული ვერსია უნდა წარმოადგინოს არა უგვიანეს 2018 წლის 15 თებერვლისა;
II ეტაპი: შემსყიდველის მიერ შენიშვნების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, დასრულებული სახით საფინალო ანგარიში უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 2018 წლის 25 თებერვლისა.

სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენა:

შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

** განმცხადებლის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
** განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია);
** განმცხადებლის რეზიუმე (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
** მსგავსი საქმიანობის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია - ხელშეკრულება მსგავსი ან ანალოგიური საქმიანობის განხორციელების კუთხით ან სხვა დამადასტურებელი ინფორმაცია;
** დაქირავებული პირ(ებ)ის (ექსპერტ(ებ)ი) შრომითი ხელშეკრულება და/ან ცნობა სამუშაოს შესახებ (იურიდიული პირის შემთხვევაში);
** ორგანიზაციის ან ექსპერტის მიერ მინიმუმ ერთი გაფორმებული ხელშეკრულება მსგავსი ან ანალოგიური საქმიანობის განხორციელების კუთხით (იურიდიული პირის შემთხვევაში);
** შემოთავაზებული ფასი (დღგ-ს გარეშე);
** სამუშაოს შესრულების ვადები.

შესყიდვაში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 22 იანვრამდე, 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ შეთავაზებები ელ-ფოსტის მისამართზე: giorgi.santuryan@peopleinneed.cz და "subject"-ში მიუთითონ "Council Survey".

საკონტაქტო პირი: გიორგი სანტურიანი, პროექტის უფროსი კოორდინატორი
ტელ.: 591 635293



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი