Jobs.GE



დასახელება: Wordpress PHP/Back-end დეველოპერი
მომწოდებელი: Realtyna
გამოქვეყნდა: 29 დეკ / ბოლო ვადა: 29 იან

ამერიკული კომპანია "Realtyna" აცხადებს ვაკანსიას Wordpress PHP/Back-end დეველოპერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ძირითადი ნაწილი სრულდება კორპორატიულ CMS-ში (რომელთან მუშაობასაც შეგასწავლით დასაქმების შემთხვევაში).

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ-დეველოპერთა ჯგუფის და პროექტების მენეჯერის ასისტირება;
** ვებ-გვერდების პროგრამული ნაწილის შესრულება;
** ტექსტური და ფოტო მასალის განთავსება ვებ-გვერდზე.

აუცილებელი პროფესიული მოთხოვნები:

** Markup-ის ენების ცოდნა: HTML, XHTML, CSS
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint.
** რეალურ ვებ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი უნარები).

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება შემდეგი:

** PHP, MYSQL, Javascript (Ajax; jQuery) ცოდნა;
** გრაფიკული რედაქტორების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Corel Draw;
** Wordpress და სხვა CMS სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** მიზანმიმართული
** შედეგებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური
** ოპერატიული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
** კომუნიკაბელური, ორგანიზებული
** ლოგიკური აზროვნების უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
** დამაჯერებლობა (რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით)
** გამართული მეტყველება
** გუნდში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

** რეალურ პროექტებზე ცოდნის გაღრმავება და გამოცდილების შეძენა;
** პროფესიული და თანამდებობრივი ზრდის პერსპექტივა;
** მეგობრული კოლექტივი.

სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: 13:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი + შაბათს ნახევარი განაკვეთი.
ხელფასი: კვალიფიკაციის მიხედვით, ზრდის პერსპექტივით.
სამუშაო ადგილი: ოფისი მდებარეობს რუსთაველის გამზირზე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ ნამუშევრების პორტფოლიო (პროექტებში შესრულებული სამუშაოების მოკლე აღწერით) და CV (ინგლისურ ენაზე, თანდართული ფოტოსურათით) ელ. ფოსტაზე: georgia@realtyna.net

არასრული და არათავსებადი განაცხადები არ განიხილება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ზემოთ მითითებული ელ. ფოსტის მეშვეობით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი