Jobs.GE



დასახელება: კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 28 იან

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა, მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ ენთუზიაზმით აღსავსე, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის მაღალი დონის პროდუქტების შესაქმნელად.

ვეძებთ კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი სამუშაო:

** კლიენტს დისტანციურად გაუწიოს კონსულტირება ჩვენი პროდუქტების გამოყენებაში;
** მიიღოს და მოაგვაროს კლიენტისგან მოთხოვნები და პრობლემური საკითხები;
** კლიენტისგან მიღებული რთული საკითხები გადაამისამართოს შესაბამისი მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნა: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: საწყისი/პირველი ბიჯი - 550 ლარი ხელზე; მეორე ბიჯი - 750 ხელზე; მესამე ბიჯი - 1,000 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კლიენტთა მხარდაჭერის სპეციალისტი".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი