Jobs.GE



დასახელება: წამყვანი Front End/JavaScript დეველოპერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 28 იან

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა, მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ ენთუზიაზმით აღსავსე, მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის მაღალი დონის პროდუქტების შესაქმნელად.

ვეძებთ წამყვან Front End დეველოპერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის. ჩვენი პროდუქტები Back End ნაწილში მუშაობს Ruby on Rails-ზე, ხოლო Front End-ში AngularJS-ზე.

მოთხოვნები:

გამოცდილება: Front End დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

ტექნოლოგიების ფლობა:

** JavaScript-ის (es6) კარგად ცოდნა;
** Webpack-ის კონფიგურაციის კარგად ცოდნა;
** HTML5/CSS3-ის კარგად ცოდნა;
** Bootstrap-ის კარგად ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: 3,000-4,000 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Lead Front End Developer".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი