Jobs.GE



დასახელება: ასოცირებული პროფესორი - ფინანსები, მენეჯმენტი
მომწოდებელი: საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 9 თებ

შპს "საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსებს ფინანსების და მენეჯმენტის სპეციალობებით აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგ საშტატო ერთეულებზე:

1. ფინანსები - ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული;
2. მენეჯმენტი - ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული.

საბუთების მიიღება იწარმოებს 2018 წლის 29 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10-17 საათამდე.

კონკურსის ჩატარდება და შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდება 2018 წლის 12 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით.

შპს "საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის" "აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ჩატარების დებულების" თანახმად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთმოყვანილი ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთს:

აკადემიურ პერსონალად არჩევისათვის წაყენებული მოთხოვნები:

ფინანსების სპეციალობით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთმოყვანილი ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთს:

ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი;
ბ) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ფინანსების სპეციალობით სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი.

მენეჯმენტის სპეციალობით ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთმოყვანილი ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთს:

ა) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი;
ბ) აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, მენეჯმენტის სპეციალობით სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია (CV), სადაც აუცილებელია მიეთითოს სამუშაო გამოცდილება (მათ შორის სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში); უსდ იტოვებს უფლებამოსილებას საჭიროების შემთხვევაში მითითებულ ორგანიზაციებში/დაწესებულებებში გადაამოწმოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
გ) სამოტივაციო წერილი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ერთი ფერადი ფოტო (3×4);
ვ) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის ან/და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; თუ დოკუმენტი გაცემულია საზღვარგარეთ, ცნობა მისი ნამდვილობის შესახებ;
ზ) სამეცნიერო ნაშრომების სია და ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)- ელექტრონული ფორმით;
თ) წაკითხული სასწავლო კურსების სია და სილაბუსები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - ელექტრონული ფორმით.

საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. 29 (ნაკვ. 15/39) კორპუსი 1.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი