Jobs.GE



დასახელება: დაწყებითი კლასების პედაგოგი - საგურამო
მომწოდებელი: კერძო სკოლა
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 20 იან

მცირეკონტიგენტიანი, ალტერნატიული, კერძო სკოლა საგურამოში აცხადებს შესარჩევ კონკურსს დაწყებითი კლასების პედაგოგის პოზიციაზე.

პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ორგანიზებული იქნება ტრანსპორტი თბილისიდან.

სკოლის ირგვლივ არსებობს სოფლის მეურნეობის, ტექსტილის, ხის, ლითონისა და კერამიკის სახელოსნოები, სადაც ბავშვები უშუალოდ იქნებიან ჩართულები სხვადასხვა საქმიანობებში. ბავშვებთან ურთიერთობის უნარი, მათდამი ინტერესი და სიყვარული იქნება უპირატესი მოთხოვნა. მნიშვნელოვანია, ასევე, პედაგოგის ეკოლოგიური ცნობიერება.

სამუშაოს დაწყება იგეგმება 2018 წლის 1 სექტემბრიდან. მანამდე აუცილებელი იქნება მეთოდურ-საგნობრივი ტრენინგ-კურსის გავლა.

წარსადგენი დოკუმენტები: ბაკალავრის დიპლომის ასლი, რეზიუმე (CV).

კონკურსი შედგება ორ ეტაპად: 1. აპლიკანტთა განაცხადების შერჩევა; 2. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
გასაუბრებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში მოხდება შერჩეული კანდიდატის ინფორმირება.

დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 იანვარი.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 599 004622
ელ. ფოსტა: elene.miriam@gmail.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი