Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მკითხველი
გამოქვეყნდა: 28 დეკ / ბოლო ვადა: 28 იან

კომპანია "მკითხველი" საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისში

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ ატმოსფეროს;
** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ტრენინგებს გაყიდვების სფეროში;

სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00 - 16:00-მდე; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.

დამატებითი ინფორმაცია:

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. (ფიქსირებული 200 ლარიდან, რომელსაც ემატება ზრდადი საბონუსე სქემა). შერჩეული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას, ტრენინგებს და მოხვდებიან ჩვენს მეგობრულ გუნდში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ქ. თბილისი სტანისლავსკის N5

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი