Jobs.GE



დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 27 დეკ / ბოლო ვადა: 17 იან

კომპანია " მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის ვაკანსიაზე.

მოვალეობები:

** თაროზე პროდუქტის განლაგების სქემის შემუშავება და დანერგვა
** ურთიერთობის დამყარება მყიდველებთან, ანალიტიკოსებთან, მაღაზიებთან, მომმარაგებლებთან და დისტრიბუტორებთან;
** მაღაზიებისთვის განლაგების გეგმის შემუშავება;
** დაგეგმილი პროგნოზის მიხედვით პროდუქტის გაყიდვების კონტროლი;
** ნელა გაყიდვადი პროდუქტის მონიტორინგი და საჭიროებისამებრ ფასის შემცირება ან გაზრდა;
** ინფორმაციის შეგროვება პროდუქტისადმი მომხმარებლის დამოკიდებულებაზე;
** წინა პერიოდის გაყიდვების ანალიზის გაკეთება და მიმდინარე პერიოდის შესახებ რეპორტის მომზადება.

მოთხოვნები:

** მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მერჩენდაიზინგის თანამედროვე ტრენდებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
** ძალიან კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 17 იანვრამდე გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy.winerykhareba@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან წინასახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე თქვენი მონაცემების ჩვენთან გამოგზავნის შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შესაძლებელია პერიოდულად დაგიკავშირდეთ აღნიშნული, ან/და სხვა თქვენთვის შესაბამისი ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში. აღნიშულ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება, თქვენი მხრიდან ავტომატურად ნიშნავს ამ პირობებზე თანხმობის გაცხადებას.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი