Jobs.GE



დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 27 დეკ / ბოლო ვადა: 27 იან

სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე და მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას, ესაჭიროება მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.

პოზიცია: პრისელერი

ძირითადი მოთხოვნები:

** აღნიშნულ სფეროში/პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა და სითამამე;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** ინიციატივიანობა, აქტიურობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სანიმუშო სამუშაო ეთიკა და დისციპლინა;
** კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე, ორგანიზებული და მოტივირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ტექნიკური უნარები:

** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ჯგუფური მუშაობის გამოცდილება.

მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, შეკვეთების აღება და მათთვის პროდუქციით ადგილზე მიწოდება
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
** ახალი კლიენტების მოძიება
** პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით.
** კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: 2016bravos@gmail.com. გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი