Jobs.GE



დასახელება: ტრენინგ-კონფერენცია - წლის სიახლეები საგადასახადო და საბაჟო საკითხებში
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 27 დეკ / ბოლო ვადა: 27 იან

"ევროპის აკადემიური ცენტრი" გიწვევთ 2 დღიან ტრენინგებზე საგადასახადო და საბაჟო პროცედურებში განხორციელებული სიახლეების შესახებ.

რეგისტრაცია უკვე დაიწყო!

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

1. ბუღატრებს
2. ფინანსისტებს
3. იურისტებს
4. აუდიტორებს
5. საბაჟო და საგადასახადო საკითხებით დაინტერესებულ სხვა პირებს

მოკლევადიანი კურსები ჩატარდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში.

ტრენინგ-კონფერენციის მიზანია:

** მონაწილეებისათვის შემჭიდროვებულ ვადაში მიწოდებულ იქნას მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში (საგადასახადო კოდექსი, ნორმატიული აქტები)
** მიმდინარე წელს განცხორციელებული ცვლილებების თაობაზე,
** მოქმედი კანონმდებლობის პრობლემური და აქტუალური საკითხები.
** პრაქტიკული მაგალითები. ამასთან, დრო დაეთმობა მსმენელთათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებს კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ტრენინგები მოიცავს შემდეგ თემებს:

1. 2-დღიანი ტრენინგი "საბაჟო კონტროლი და საბაჟო პროცედურები"

** საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილება და გაფორმება
** საბაჟო ზედამხედველობა და საბაჟო კონტროლი
** საქონლის დროებით შენახვა
** საქონლის გაფორმება
** სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას საჭირო ძირითადი დოკუმენტები
** საქონლის იმპორტისას საგადასახადო შეღავათით (პრეფერენცია) სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები
** საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა
** სასაქონლო საბაჟო დეკლარაციები და სამართლებრივი პროცედურები

2. 2-დღიანი ტრენინგი " წლის სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში 2018"

** მოგების გადასახადის გადამხდელის განსაზღვრა;
** მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტები;
** განაწილებული მოგება;
** გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
** უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა;
** წარმომადგენლობითი ხარჯების დაბეგვრა;
** საანგარიშო პერიოდი, დასაბეგრი თანხა და გადასახადის განაკვეთი;
** დივიდენდის განაწილება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, დაბეგვრა და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის ჩათვლა;
** დივიდენდის განაწილება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან 2017 წლის 1 აპრილამდე;
** 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება;
** მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, როდესაც კალენდარული წლის განმავლობაში პირი მიიღებს ან დაკარგავს კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ლომბარდის სტატუსს;
** მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია.

ტრენინგების ჩატარების განრიგია:

1. ტრენინგ-კონფერენცია "წლის სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში"

** თბილისი - 2018 წლის 27-28 იანვარი
** ქუთაისი - 2018 წლის 3-4 თებერვალი
** ბათუმი- - 2018 წლის 10-11 თებერვალი

ხანგრძლივობა: 10 საათი
მონაწილეობის საფასური: 160 ლარი

2. ტრენინგ-კონფერენცია "საბაჟო კონტროლი და საბაჟო პროცედურები":

** თბილისი - 2018 წლის 3-4 თებერვალი
** ქუთაისი - 2018 წლის 10-11 თებერვალი
** ბათუმი - 2018 წლის 27-28 იანვარი

ხანგრძლივობა: 10 საათი
მონაწილეობის საფასური: 160 ლარი

გათვალისწინებულია დამსწრეთა უზრუნველყოფა შესვენება/ლანჩით.

საჩუქრად ყველა მსმენელს საგადასახადო/საბაჟო კოდექსი უახლოესი ცვლილებებით და მანუალები.

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/ETJJqh

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060; 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293; 592700066



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი