Jobs.GE



დასახელება: უფროსი ASP.NET MVC დეველოპერი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 27 დეკ / ბოლო ვადა: 31 იან

სს "ნოვა ტექნოლოჯი" 2007 წლიდან ნერგავს და ავითარებს სწრაფი გადახდების ბიზნესს ქართულ ბაზარზე. კომპანია ყოველდღიურად ემსახურება 350 000-მდე მომხმარებელს 6 500-მდე მომსახურების წერტილიდან. შემოუერთდი სწრაფად განვითარებად ბიზნესს და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად.

ვაკანტური თანამდებობის დასახელება: უფროსი ASP.NET MVC დეველოპერი, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება

ფუნქცია-მოვალეობების აღწერა:

** კომპანიის შიდა და გარე პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება, დანერგვა.
** კომპანიაში არსებული პროცესინგის და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამართულად მუშაობის კონტროლი;
** პროექტების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის ჩამოყალიბება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში
** .NET პლატფორმასთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ASP.NET MVC, C#, WCF);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Oracle/MS-SQL).

პიროვნული თვისებები:

** გუნდის ლიდერობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკვლავების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშავოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი