Jobs.GE



დასახელება: კურიერი - ზუგდიდი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 23 იან
თანდართული ფაილი: 161964-gpost-app.zip

შპს "საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის თანამდებობაზე ზუგდიდის სერვისცენტრში.

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მართვის მოწმობა - A კატეგორია (კანდიდატმა უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი) და გამოაგზავნოთ რეზიუმესთან (CV) ერთად, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 23.01.2018.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი