Jobs.GE



დასახელება: სესხის ოფიცერი - ბათუმი, ხელვაჩაური
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 23 იან

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონემენტს;
** საპენსიო დაზღვევას;
** პროფესიულ ტრენინგებს.

თანამდებობა: სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ბათუმი/ხელვაჩაური

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

პირობები აღნიშნული მიმართულებით უწყვეტი 1-წლის გამოცდილების მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა: 1-დან 3 თვემდე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან: 375 ლარი;
** ანაზღაურება 3 თვის შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში: 250 დოლარის ექვივალენტი ლარში;
** ანაზღაურება 6 თვის შემდეგ: 800-1300 ლარი + ყოველთვიური ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

პირობები სამუშაო გამოცდილების არ მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა: 1-დან 3 თვემდე;
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში პირველივე თვიდან: 125 ლარი;
** პრაქტიკანტობის წარმატებით გავლის შემთხვევაში დასაქმების პერსპექტივა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა;
** სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
** საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
** საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით);
** ნებისმიერი სამუშაო გამოცდილება განიხილება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** პრაქტიკის გავლის შემდეგ აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 23 იანვარი .



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი