Jobs.GE



დასახელება: შემომყვანი ტურების მენეჯერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 26 იან

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას შემომყვანი ტურ-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქციები და მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების შედგენა, ტურის პროგრამის მომზადება და მომსახურე გუნდისათვის ინსტრუქციის გადაცემა;
** ტურ-ოპერატორთა გუნდის მუშაობის მონიტორინგი;
** კომპანიის პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება და გაყიდვა;
** სამოგზაურო დოკუმენტაციის მომზადება;
** ტურისტული პაკეტების შედგენა, შეთავაზება და გავრცელება;
** ტურისტების ბაზების შექმნა და ორგანიზება;
** ტურების მიმდინარეობის კონტროლი.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელიც:

** არის ენერგიული და კომუნიკაბელური;
** აქვს გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტურ-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;
** ტურისტულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგზავნოთ ელ-მისამართზე: vacancy@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შემომყვანი ტურ-მენეჯერის". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან ექვსი თვის განმავლობაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი