Jobs.GE



დასახელება: მძღოლი/კურიერი, ფეხით მოსიარულე კურიერი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 31 იან

კომპანია "ფინანსური ბიურო", რომელიც თანამშრომლობს მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან, აცხადებს კონკურსს მძღოლი/კურიერის და ფეხით მოსიარულე კურიერის თავისუფალი ვაკანსიების დასაკავებლად.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** დასმული ამოცანების შესასრულებლად ყველანაირ მხარდაჭერას;
** ანაზღაურების კარგ პაკეტს.

სამუშაოს აღწერა:

კომპანიის კორესპონდენციის დარიგება/დაგზავნა, სამუშაოს შესრულების დადასტურება მოხდება კომპანიაში მიღებული წესით (ხელმოწერით დამოწმება, დასურათება, კომპანიის სხვა თანამშრომლის მიერ ადრესატთან დაკავშირება).

ანაზღაურება:

კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტით კორესპონდენციის დარიგების შემთხვევაში თითო მისამართზე მისვლა - 1 ლარი;
კორესპონდენციის ფეხით დარიგების შემთხვევაში - 2 ლარი;
დასარიგებელი კორესპონდენციის საშუალო რაოდენობა დღეში - 30/40 ცალი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მძღოლი/კურიერის შემთხვევაში:

** საშუალო განათლება;
** მართვის B კატეგორია;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

ფეხით მოსიარულე კურიერის შემთხვევაში:

** საშუალო განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ასაკი: 18 დან 35 წლის ჩათვლით;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების სახით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი