Jobs.GE



დასახელება: iOS დეველოპერი
მომწოდებელი: მანი მუვერსი
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 26 იან

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კომპანია "Money Movers" აცხადებს ვაკანსიას iOS დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. მიცკევიჩის 27გ
სამუშაო გრაფიკი: სრული
სახელფასო განაკვეთი: შეთანხმებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** iOS პროგრამის შექმნის სრული ციკლის ცოდნა: ნოლიდან App Store-ზე პუბლიკაციამდე;
** Objective C/C და OOP პრინციპების ცოდნა;
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს 1 ან მეტი აპლიკაცია Apple Store-ზე;
** მუშაობის გამოცდილება Objective-C (or Swift) და Cocoa Touch-თან;
** გამოცდილება iOS-ის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა Core Data, Core Animation, Core Graphics და Core Text;
** სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან და ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება;
** აპლიკაციის წარმადობის გაუმჯობესების მიზნით კოდის ოპტიმიზაცის გამოცდილება.
** ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: nika@mm.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "iOS დეველოპერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი