Jobs.GE



დასახელება: წარმოების ვალიდაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 26 დეკ / ბოლო ვადა: 26 იან

ფარმაცევტული საწარმო "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ვალიდაციის მენეჯერის თანამდებობაზე.

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** ფარმაცევტულ საწარმოში წარმოების ვალიდაცია/კვალიფიკაციის ჩატარება და კონტროლი (საწარმოო-ტექნოლოგიური დანადგარების, საინჟინრო სისტემების, სათავსების შემოწმება და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტური დადასტურება)
** ვალიდაცია/კვალიფიკაციისთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება
** ფარმაცევტული ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერი, ფიზიკოსი, ფარმაცევტ-ტექნოლოგი, ქიმიკოს-ტექნოლოგი ან მონათესავე სპეციალობა)
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ფარმაცევტულ საწარმოებში, საწარმოო ტექნოლოგიურ დანადგარებთან და სუფთა ზონებთან ("Cleanroom") მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი დოკუმენტაცია:

1. პირადობის მოწმობის ასლი
2. დიპლომის ასლი
3. ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
4. სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)

ზემოაღნიშნული საბუთები წარმოადგინეთ მისამართზე ლილო, ჭირნახულის ქ. 14, 10 სთ-დან 17 სთ-მდე და ადგილზე შეავსეთ "ანკეტა":
ან გამოგზავნეთ CV მისამართზე: info.rational@aversi.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი